11 მარტს დიდ ბრიტანეთში ყოველწლიური დღესასწაული - ერთა თანამეგობრობის დღე აღინიშნა, რომელიც როგორც წესი, ყოველთვის მარტის თვის მეორე ორშაბათს ემთხვევა. ამ დღეს სამეფო ოჯახი განსაკუთრებულად ელოდება და რა თქმა უნდა კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის გამოჩენა არავის გაჰკვირვებია.
ქეით მიდლტონი, მეუღლესთან ერთად, ვესტმისტერის სააბატოში გამართულ სპეციალურ წირვა-ლოცვა დაესწრო და პაპარაცებსაც მათი უამრავი კადრის დაფიქსირების საშუალება მიეცათ.
ფანების ყურადღება კი განსაკუთრებით ჰერცოგინიის ჩაცმულობამ მიიპყრო.
ამ დღისთვის ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას საყვარელი ბრენდის - Catherine Walker-ის სამოსი მოირგო და ამით მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი.
წითელ ჩაცმულობას ჰერცოგინიამ Jimmy Choo-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლაჩიც შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქეითი აღნიშნული სამოსით ვიხილეთ, სწორედ ასე გამოწყობილი გამოჩნდა ჰერცოგინია, როცა ის 2014 წელს ოფიციალური ვიზიტით ახალ ზელანდიაში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ ჰერცოგინი ხშირად იმეორებს სხვადასხვა ჩაცმულობას და მსგავსი შემთხვევები ყოველთვის საზოგადოების განსჯის საგანი ხდება, თუმცა ამ ყველაფერს ექსპერტები საგულისხმო ახსნას უძებნიან, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ქეით მიდლტონი ამით სამეფო ოჯახისადმი საკუთარ პატივისცემასა და ანგარიშვალდებულებას გამოხატავს, რაც შესაძლო მომავალი დედოფლისთვის სწორედ შესაფერისია საქციელია.