მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლის მშობიარობის დრო ახლოვდება, ახალგაზრდა ჰერცოგინია მაინც აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან ღონისძიებებში. პრინც ჰარისა და მეგანს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ამჟამად ისინი ლონდონში, კანადის უმაღლესი კომისიის ოფისში იმყოფებიან, რომელიც ტრაფალგარის მოედანზეა. Canada House-ში საქმიანი ღონისძიებისთვის მეგანმა განსაკუთრებული ჩაცმულობა შეარჩია, რომელიც ძალიან მოუხდა.
მეგანმა საქმიანი შეხვედრისთვის Erdem-ის ზურმუხტისფერი მოსაცმელი და კაბა შეარჩია, რომლის ფასი 8000 ფუნტს შეადგენს. ამ ყველაფერს კი მან Aquazzura-ს 485 ფუნტიანი შავი ფეხსაცმელი მოუხდინა.
~
სასექსის ჰერცოგინიის ჩაცმულობა ბრენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა.
37 წლის მსახიობისთვის კანადა განსაკუთრებული ქვეყანაა, ის რამდენიმე თვის მანძილზე ტორონტოში ცხოვრობდა, სადაც ცნობილი სერიალის "Suits"-ის გადაღებები მიმდინარეობდა, რომელშიც მეგანი მთავარ როლს ასრულებდა.