ტეხასში ყოველწლიური კინოფესტივალი "South by Southwest" გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის ამერიკელი მსახიობი შარლიზ ტერონიც მოხვდა. ფესტივალზე ახალი რომანტიკული კომედიის, "Long Shot"-ის პრემიერა გაიმართა, რომელშიც 43 წლის მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.
ტეხასის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებას შარლიზ ტერონი Louis Vuitton-ის ექსტრავაგანტული მოკლე კაბით დაესწრო, რომელიც მის ახალ ვარცხნილობასა და თმის ფერს განსაკუთრებით მოუხდა. კაბას, რომლის ფასიც 2950 დოლარს შეადგენს, ქალბატონმა შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.