38 წლის მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა Levi’s-თან ერთად რიგით მეორე საერთო კოლექცია წარმოადგინა, რომელშიც კლასიკური სტილის შარვლები, ქურთუკები, პერანგები და მაისურები ჭარბობს.
გადაღებები ჯასტინის მშობლიურ ქალაქ მემფისში მიმდინარეობდა და რამდენიმე მაისურს სწორედ ეს სახელწოდება ამშვენებს. თქვენ ასევე შეგხვდებათ წარწერა - "1981", რაც მომღერლის დაბადების თარიღია.
ხოლო რაც შეეხება 2018 წლის კოლექციას, ის Fresh Leaves-ის სახელითაა ცნობილი. ეს კოლაბორაცია ყველაზე ახალგაზრდული, მოდური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შეიქმნა, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა. ვნახოთ დაიმსახურებს თუ არა წლევანდელი ნამუშევარი მსგავს შეფასებას.