მონიკა ბელუჩი თავის რჩეულთან 36 წლის ნიკოლას ლეფევრთან ერთად 7000 Magazine-ისთვის გამართულ სადილზე Intercontinental Hotel-ში გამოჩნდა. 54 წლის მსახიობი პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
ბელუჩის გამოჩენა ნამდვილად არ იყო მოულოდნელობა, რადგან ჟურნალის მარტის თვის ნომრის გარეკანიც სწორედ მას დაეთმო.
მონიკამ გამოცემის შესანიშნავ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე დღის წინ პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც სარედაქციო გუნდს მადლობაც გადაუხადა.
ბელუჩი და ლეფევრი ერთად ბოლოს პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ, ეს იყო სწორედ პირველი შემთხვევა, როცა მათ ოფიციალურად გადაწყვიტეს საკუთარი ურთიერთობის დადასტურება. უფრო მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 2017 წლის ზაფხულიდან ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა მათი დაფიქსირება პაპარაცებმა პირველად 2018 წლის დეკემბერში, პარიზის ქუჩებში სეირნობისას მოახერხეს. მონიკამ საყვარელი მამაკაცის შესახებ ერთ–ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოლასთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.