კიმ კეტრელის მიერ შესრულებული პერსონაჟი - სამანტა ჯონსი ჩაცმულობით მის საოცრად მოდურ და დახვეწილ მეგობარს, კერი ბრედშაუს ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა. მეტიც, სამანტა Sex and the City-ში ყველაზე თამამი და სექსუალური იმიჯით გამოირჩეოდა. გავიხსენოთ მისი ჩაცმულობა, რომელიც ახლა საოცრად აქტუალურია და შევისწავლოთ მისი სტილის რამდენიმე საიდუმლოება.
#1 ტანზე მომდგარი მინი კაბები
ამ გმირს არ ეშინია გამოხატოს საკუთარი სექსუალურობა ეეფქტური სამოსით. თამამი ჭრილის კაბებმა გარდერობში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს. ისინი შეიძლება იყოს ელეგანტური და არა ვულგარული.
#2 საქმიანი კოსტიუმები
ასევე, ძალიან ეფექტურია მკაცრი კოსტიუმები. იმისთვის, რომ ისინი მოსაწყენი არ იყოს, ფერადი ტოპები და აქსესუარები შეუხამეთ.
#3 ნათელი ფერის ჟაკეტი
სამანტა მათ შორის არაა, ვისაც სურს შეუმჩნეველი დარჩეს. სწორედ ამიტომ, ფერებისკენ მას განსაკუთრებული ლტოლვა ამოძრავებს. მკაცრ ოფისის სამოსსაც კი ეფექტურ ანსამბლად აქცევს. ერთ-ერთი მაგალითია ღია ფერის ჟაკეტი ტრაპეცია ქვედაბოლოსთან ერთად:
#4 ორმაგი პალტო
სამანტას გარდერობში თამამი სამოსი მკაცრ კლასიკასთან ჰარმონიულად თანაარსებობს. მაგალითად, რძისფერი მუხლებამდე პალტო ამავე ტონალობის მაღალქუსლიანთან ერთად, დღესაც საუცხოო არჩევანია.
#5 შთამბეჭდავი ჩანთები
თუ კერის ფეხსაცმელები უყვარდა, სამანტას სისუსტე ჩანთები გახლდათ. რაც უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, მით უკეთესი.
#6 ფართოფარფლებიანი ქუდები
კიდევ ერთი საყვარელი აქსესუარი, რომელიც მიმდინარე სეზონებზე მოდურ პოდიუმებს იპყრობს. სამანტა მათ ტანზე მომდგარ კაბებს უხამებდა.
#7 მასიური აქსესუარები
დიდი საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები და სამაჯურები... ბიჟუტერიაც კი, რომელსაც სამანტა მდიდრულ სამოსს უხამებდა, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.