1990 წლების გამორჩეული მოდელი 45 წლის ამბერ ვალეტა, რომელსაც Elle-ს და Vogue-ს ყდებიც არაერთხელ დაამშვენა, ამჯერად Zara-ს საგაზაფხულო კოლექციის რეკლამაში მონაწილეობს.
გადაღებები ბუნებაში აყვავებული ატმის ხეების ფონზე მიმდინარეობდა, რადგან კრეატიულ გუნდს სურდა ამ ნაბიჯით ზაფხულის შემობრძანებაზე კიდევ ერთხელ გაეკეთებინა აქცენტი.
მოდელი ყველა სურათში თეთრი სამოსით ფიგურირებს და არაჩვეულებრივად განწყობას უქმნის ფოტოების დამთვალიერებელს. მისი თვალისმომჭრელი კადრების ნახვის შემდეგ გულგრილი არავინ დარჩება.