ნაომი კემპბელი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მუდმივად უჩნდება კითხვები, რადგან მოდელი თავის ურთიერთობებზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. სწორედ მსგავს კითხვებზე პასუხის გასაცემად, 48 წლის მოდელი ჯონათან როსის გადაცემაში მიიწვიეს, სადაც ნაომი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
გადაცემის წამყვანმა ნაომის მასზე ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა, რომლებიც ეხებოდა როგორც ლიამ პეინს ასევე დრეიკსაც. თუმცაღა მოდელის პასუხი ამჯერადაც ბუნდოვანი იყო. "მე არასოდეს ვსაუბრობ ჩემს პირად ცხოვრებაზე. ეს ხომ სიგიჟეა, ერთ დღეს ერთ ადამიანთან ურთიერთობაში გდებენ ბრალს, მეორე დღს კი სხვასთან. ვინ იქნება შემდეგი? აი, ეს მაინტერსებს. მე პირადად ამ ყველაფრით ძალიან ვერთობი."
აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა ვარსკვლავმა გადაცემისთვის Christian Dior-ის ულამაზესი კაბა შეარჩია, რომელიც ბრენდის უახლესი კოლექციიდანაა.