მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენინი ქენდალ ჯენერი ლოს-ანჯელესის ქუჩებში რეტრო სტილის ქურთუკით გამოჩნდა, რომელსაც შავი შარვალი და სპორტული სტილის მაისური შეუხამა.
საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება ტყავის ქურთუკმა მიიქცია, რადგან როგორც მოდის ექსპერტები ვარაუდობენ, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ 1980-იანების ჩაცმულობა და სტილი ისევ ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქენდალი ახალბედა მოდელია, თუმცა მიუხედავად მოკლე დროისა მან საზოგადოებას თავი გემოვნებიანი ჩაცმითა და კარიერული წარმატებებით დაამახსოვრა, შესაბამისად გასაგებიცაა, თუ რატომ ექცევა მის თითოეულ ჩაცმულობას საზოგადოების ამხელა ყურადღება. მასზე მოდის ისეთი ცნობილი კრიტიკოსებიც საუბრობენ, როგორიც ამერიკული Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტურია, "ქენდალი სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო მოდის სამყაროში, თუმცა მან თავის დამკვიდრება უკვე შეძლო, ეს ყველაფერი მისი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა, რასაც ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. ქენდალი ხშირად ლინდა ევანგელისტას მაგონებს. მე მჯერა, რომ ის ბევრს მიაღწევს," - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.