38 წლის ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი თავის გულშემატკივრებს სიახლეებს სოციალური ქსელით უზიარებს. ამჯერად მოდელი Pantene-ს რეკლამაში გადაიღეს, რომელშიც ის ფანტასტიურად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ჟიზელი ხშირად ცნობილი გამოცემების გადაღებებშიც მონაწილეობს და რამდენიმე კვირის წინ, Victoria's Secret-ის ყოფილმა ანგელოზმა გერმანული Vogue-ს გარეკანი და ფურცლები დაამშვენა.
მოდელის გამოქვეყნებულ ულამაზეს ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თაყვანისმცემლები აღფრთოვანებასა და კომპლიმენტებს არ იშურებდნენ მის მიმართ.