6 მარტს ესპანეთის დედოფალი ლეტიცია Princess of Girona Foundation-ის ცერემონიაზე, როგორც ყოველთვის, ელეგანტური ლუქით გამოჩნდა. დედოფალს ბრენდ Roberto Torretta-ს წითელი ფერის შარვალი, პიჯაკი და Varela-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა.
აქსესუარებად ლეტიციამ Carollina Herrera-ს ჩანთა და Gold & Rose-ის საყურეები შეარჩია.
წინა დღის ვიზიტთან შედარებით დედოფალი ამჯერად ნამდვილად თვალშისაცემი, ნათელი ჩაცმულობით გამოჩნდა. უფრო მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.