ბაფთიანი პერანგები და დახვეწილი სტილის სამოსი 2019 წლის ტრენდია. მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და ეს სტილიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში შემოიტანეს. მელანია ტრამპიც, როგორც ყოველთვის, მიჰყვება მოდას და არაჩვეულებრივად იხდენს ყველა ტიპის სამოსს. ამერიკის პირველი ლედი Microsoft-ის ვაშინგტონში მდებარე ოფისში საქმიან შეხვედრაზე მივიდა და სწორედ ზემოთხსენებული ბანტიანი ზედა მოიხდინა.
მორიგი საქმიანი შეხვედრისთვის მელანიამ Dior-ის მომდგარი ქვედაბოლო და Max Mara-ს 730 დოლარიანი ბანტიანი ბლუზი შეუხამა ერთმანეთს.
შერჩეული ჩაცმულობა პირველ ლედის განსაკუთრებით უხდება და ხაზს უსვამს მის იდეალურ სხეულს.