26 წლის ამერიკელი მოდელი კარლი კლოსი გემოვნებიანი ჩაცმულობის გამო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ამჯერად ის პარიზში Stoney Clove Bakery საკონდიტროდან გამოსული დააფიქსირეს. კარლი თეთრი ტოპით და Louis Vuitton-ის ფეხსაცმლით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
მოდელის პირადი ცხოვრება ყოველთვის აქტუალური თემაა. რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ კარლი და ჯოშუა კუშნერი 2018 წლის ზაფხულში დაინიშნნენ, რის შესახებაც მოდელმა გულშემატკივრებს თავად ამცნო და ნიშნობის ბეჭედი გამოაქვეყნა. წყვილი ქორწილს გაზაფხულზე გეგმავს, მანამდე კი ისინი ერთად ახალ სახლში გადავიდნენ, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ დოლარს შეადგენს.