ბელკალის მარლენის ალმანზარი, რომელსაც საზოგადოება Cardi B-ის სასცენო სახელით იცნობს, Balenciaga-ს ბრენდისდიდი მოყვარულია. 26 წლის ამერიკელი რეპერი ხშირად ჩნდება დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი სამოსით და ეს უკვე აღარავის უკვირს.
თუმცა რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა გადაწყვიტა მთლიანად Balenciaga-ს სამოსში გამოწყობილიყო, რაც რა თქმა უნდა არც თავად დიზაინერის გულშემატკივართა გვერდებს დარჩენია უყურადღებოდ.
როგორც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, Cardi-მარჩევანი მწვანე და შავ სამოსზე გააკეთა. რაც შეეხება თითოეული დეტალის ღირებულება, სპორტული ზედა - 1250 -$, ფეხსაცმელი (Triple S) - 950 $, ხოლო წელის ჩანთა 1250 $ ღირს.
თვალი გადავავლოთ სხვა შემთხვევებსაც, როცა ყველაზე ექსტრავაგანტული რეპერი სწორედ ქართველი დიზაინერის სამოსში გამოეწყო: