ემილი რატაკოვსკი ფრანგული თმის მოვლის ბრენდის Kérastase-ს რეკლამაში გადაიღეს, რომელშიც ის ახალ ღამის შრატს 8H Magic Night Serum წარმოგვიდგენს. მან თავის გულშემატკივრებს სარეკლამო შავ-თეთრი ფოტო გაუზიარა, წარწერით „აი ასე ბედნიერად გავიღვიძე დილით, სასწაულად მომწონს ჩემი თმა. ყველაფერი კი ამ ახალი შრატის დამსახურებაა, მე მასზე შეყვარებული ვარ.“
მოდელმა ორი წლის წინ საკუთარი თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ბრენდი შექმნა, სახელად Inamorata, რომელიც 80-იანი წლების სტილითაა შთაგონებული. ემილი Inamorata-ს სარეკლამო ფოტოსესიებში ხშირად მონაწილეობს და საკმაოდ თამამ ფოტოებს გვიზიარებს.