ორგზის ოსკაროსანი ქეით ბლანშეტი გულშემატკივრებს თავის გამოჩენით არც ისე ხშირად ანებივრებს, თუმცაღა ამჯერად ის ლონდონის ეროვნულ თეატრში გამართულ გალას დაესწრო და ღონისძიებისთვის საკმაოდ ექსტრავაგანტული ჩაცმულობაც მოიხდინა.
49 წლის მსახიობმა სამოსი Gucci-ს 2019 წლის საშემოდგომო კოლექციიდან შეარჩია, მას ოქროსფერი აბრეშუმის პერანგი, გველის პრინტიანი მოსაცმელი და შარვალი და წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
ქალბატონი საღამოზე 53 წლის მეუღლესთან, ენდრიუ აფთონთან ერთად იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარმა ჩაცმულობის ფერები და სტილი ერთმანეთს შეუხამა.