მიუხედავად იმისა, რომ მოდის კვირეული მოდელებისთვის საკმაოდ დამღლელი ღონისძიებაა ისინი იდეალური ფორმის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ. 23 წლის ჯიჯი ჰადიდი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ არაერთ ჩვენებაზე გამოვიდა, სადაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ამჯერად ის პაპარაცებმა პოდიუმს მიიღმა დააფიქსირეს. ჯიჯიმ 2019 წლის ყველაზე მოდური ფერის სამოსი და მაკიაჟი მოიხდინა.
მოდელმა ბრიტანული Vogue-ის წვეულებისთვის სამოსი Off-White-ის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან ამოარჩია, რომლის ჩვენებაზეც პოდიუმზე დასთან ბელა ჰადიდთან და კარლი კლოსთან ერთად იყო გამოსული.
2019 წლისთვის ტრენდული არამხოლოდ ყვითელი ტანსაცმელია. ცნობილი მოდელები წელს მაკიაჟსა და აქსესუარებსაც ამავე ტონში ატარებენ.