ამერიკის პირველი ლედი ქალაქ ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზას მეუღლის გარეშე ესტუმრა. საქმიანი ვიზიტისთვის ქალბატონს დახვეწილი კლასიკური ჩაცმულობა როგორც ყოველთვის სტილისტმა ერვე პიერმა შეურჩია.
ქალბატონმა Bottega Veneta-ს 6700 დოლარის ღირებულების მუქი ნაცრისფერი მოსაცმელი, ამავე ფერის ქვედაბოლო, Manolo Blahnik-ის 700 დოლარიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი და Ralph Lauren-ის 150 დოლარიანი ყვითელი მაღალყელიანი ზედა მოიხდინა.
7550 დოლარის ღირებულების ჩაცმულობას 48 წლის ქალბატონმა თვალების მსუბუქი მაკიაჟი და ღია ფერის ტუჩის საცხი შეუხამა.