Comme des Garcons იაპონური ბრენდია, რომელიც დიზაინერმა რეი კავაბუკომ დაარსა. ის ყოველთვის აოცებს თავის გულშემატკივრებს საუცხოო დიზაინის სამოსით. ამჯერად დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულზე უჩვეულო კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც მოდის მოყვარულებმა „სხვა პლანეტის“ სამოსი უწოდეს. გულშემატკივრები ვარადუდობენ, რომ ეს ის კოლექციაა რომელიც 100 წლის შემდეგაც აქტუალური იქნება.