ცნობილი ქართველი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი, ბოლო რამდენიმე კვირაა, იტალიაში იმყოფება, მის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან გამომდინარე, ფანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ გოგონა ახალ პროექტში იღებდა მონაწილეობას, რაც სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა კიდევაც.
თაკო ამჯერად GoldenPoint-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს, როგორც კადრებიდან ჩანს მან სამოსი ბრენდის საგაზაფხულო კოლექციიდან მოირგო.
ასევე გავრცელდა მოდელის უსაყვარლესი კადრებიც გადაღებიდან, რომელიც სამომავლოდ ალბათ კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს გვიმზადებს.
აღსანიშნავია, რომ თაკო აქტიურად აქვეყნებს იტალიური ვოიაჟის ამსახველ კადრებსაც, რომლებიც ყოველთვის ხდება გულშემატკივრების მოწონების ობიექტი.