მაშინაც კი როდესაც პოდიუმზე არ გამოდის, ჯიჯი ჰადიდი არაჩვეულებრივ ფორმაში ახერხებს ყოფნას, ამჯერად 23 წლის მოდელმა ორი რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობა შეარჩია.
დღისით Isabel Marant-ის ჩვენებამდე სუპერმოდელი ღია ფერის ჯინსის ზედითა და შარვლით გამოჩნდა, რასაც შავი ტყავის ბათინკი და საკმაოდ ორიგინალური ჩანთა შეუხამა.
საღამოს კი, ფოტოგრაფებმა მოდელი შავ ელეგანტურ კაბაში დააფიქსირეს, რომელიც მეტალის დეტალებით იყო გაფორმებული.
მოგვიანებით, მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი წვეულებიდან გამოსული მოდელი პაპარაცებმა კვლავ განსხვავებული სტილით, Prada-ს 2700 ფუნტიანი მოსაცმელით შენიშნეს, რომელმაც ჯიჯის იმიჯს საკმაოდ ოფიციალური სახე მისცა.