ცნობილი სუპერმოდელი ქეით მოსი პარიზში მეუღლესთან, ნიკოლა ვონ ბისმარკთან ერთად შოპინგისას შენიშნეს. ბრიტანელმა ვარსკვლავმა პარიზის ქუჩებში სასეირნოდ საკმაოდ ძვირადღირებული ჩაცმულობა შეარჩია.
ქეითმა შავი შარვალი და პერანგი მოიხდინა, რომელსაც Gucci-ს ხავერდის მარგალიტებით მორთული მოსასხამი შეუხამა, მისი ფასი 3980 ფუნტს შეადგენს.
ქალბატონი მეუღლესთან ერთად საიუველირო მაღაზიას ესტუმრა, რაც პაპარაცების ობიექტივს, რაღა თქმა უნდა, არ გამორჩენია.