28 თებერვალს პარიზში CR Fashion Book-ის წვეულება გაიმართა, რომელიც კარინ როიტფილდის კარიერული წინსვლისადმი იყო მიძღვნილი. კარინ როიტფილდი Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დიზაინერი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარლ ლაგერფილდის ადგილს დაიკავებს. წვეულებაზე არაერთი სუპერმოდელი იმყოფებოდა, მათ შორის ნაომი კემპბელი და კარლი კლოსიც მოხვდნენ.
48 წლის ნაომიმ ღონისძიებისთვის საკმაოდ ორიგინალური ჩაცმულობა შეარჩია, მას Iris Van Herpen-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც თვლებიანი სამაჯურითა და ბეჭდით გააფორმა.
სუპერმოდელმა წვეულება 36 წლის ფრანგ ფოტოგრაფთან JR-თან ერთად დატოვა და ამის ამსახველი ვიდეო გულშემატკივრებსაც გაუზიარა.
"წვეულებიდან მოგიტაცე!!" - ამბობს ახალგაზრდა არტისტი ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ წვეულებაზე 26 წლის მოდელი კარლი კლოსიც იყო, რომელმაც წვეულებისთვის თეთრი პიჯაკი და შარვალი მოიხდინა, რასაც Saint Laurent-ის ჩანთა შეურჩია.