ყოველწლიური სილამაზის კონკურსი მამაკაცებისთვის "მისტერ ვალენტინი 2019" დასრულდა. წლევანდელი გამარჯვებული ლუკა შენგელია გახდა, რომელიც Golden Brand-ის მოდელი გახლავთ.
ბიჭი, რომელმაც წლის მამაკაცის ტიტული მიიღო, გასულ წელს Mister Golden Brand-იც გახდა.
შესაბამისად, თვალი გადავავლოთ იმ შარმის ამსახველ კადრებს, რომლითაც მოდელმა უკვე უამრავი ადამიანის გულის მოგება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობა 17 დან 27 წლამდე მამაკაცებს შეუძლიათ.