37 წლის ალესანდრა ამბროსიო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპ მოდელი. ის არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ჟურნალის ყდებზე, ამჯერად კი მან Harper’s Bazaar-ის ფურცლები დაამშვენა.
ალესადნრას საკმაოდ ექსტრემალური და უცნაური გადაღება ჰქონდა. ის ფოტოებში ხან ზურგზე ფეხებით მაღლა პოზირებს, ხან კი ცალი ფეხით ჰაერში.
მოდელმა სახალისო ფოტოებიც გადაიღო და საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ მას ბევრი როლის მორგება შეუძლია.
ამბროსიოს ერთ-ერთი ფოტო ჟურნალის ყდაზე მოხვდა, სადაც ის ბრენდ Schiaparelli-ის ულამაზესი კაბით იწონებს თავს.