მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ვარსკვლავები განსხვავებულად იცვამენ, ისი ხშირად იჩემებენ ამა თუ იმ ბრენდს. კაილი ჯენერსა და ჯენიფერ ლოპესს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცაღა მათი გემოვნება ერთმანეთს ხშირად ემთხვევა.
49 წლის ჯენიფერ ლოპესი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავია და წითელ ხალიჩაზე ყოველთვის განსაკთრებით ძვირადღილებული ტანისამოსით ჩნდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ იაფფასიან ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. ჯენიფერის რჩეული ბრენდი Naked Wardrobe-ია, რომელიც როგორც აღმოჩნდა არამხოლოდ მას მოსწონს.
მაისურის ფასი, რომელიც ჯენიფერს აცვია, სულ რაღაც 22 დოლარს შეადგენს. ხოლო ტრიკოტაჟის კოსტიუმის ფასი 50 დოლარს არ აღემატება.
ამავე ბრენდის ხშირი მომხმარებელია 21 წლის კაილი ჯენერიც, რომელიც სპორტული ტიპის ტანსაცმელს საკმაოდ ხშირად ხმარობს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანიც არაერთხელ გამოჩენილა Naked Wardrobe-ის ტანისამოსით.