ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ ორი წლის წინ საკუთარი თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ბრენდი შექმნა, სახელად Inamorata, რომელიც 80-იანი წლების სტილითაა შთაგონებული. ის ხშირად იღებს ბრენდის სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობას და ამჯერად ახალი კოლექციის ბრწყინვალე ფოტოებითაც დაატყვევა გულშემატკივრები.
"მე კალიფორნიაში გავიზარდე, სადაც გოგონები საცურაო კოსტიუმებში მთელ დღეს ატარებდნენ. ისინი ამას არა სექსუალურობის გამო არამედ თავდაჯერებულობის გამო აკეთებდნენ." - განაცხადა ემილიმ Elle-ის ინტერვიუში.
"ყოველთვის მიყვარდა საცურაო კოსტიუმების შეგროვება, მაგრამ ვერასდროს ვპოულობდი ისეთი თეთრეულის მაღაზიას სადაც მივიდოდი და ვიპოვიდი სწორედ იმას რაც მინდოდა."
"მინდა, რომ გოგონები ამბობდნენ, "Inamorata მაგარია. შემიძლია მივიდე და ვიყიდო კომფორტული კოტონის საცურაო კოსტიუმი." გესმით?"
"ჩემი ოცნებაა ყველა ზომის გოგოს მოვარგო ჩემი ბრენდის საცურაო კოსტიუმები. სწორედ ამიტომაა ყველა კოლექციაში ზომების ასეთი დიდი არჩევანი."