30 წლის ლამაზმანი რიანა ბოლო დროს თავისი პარფიუმერული ბრენდის სიახლეებით გულშემატკივრებს განსაკუთრებულად ანებივრებს. რამდენიმე კვირის წინ ის Fenty Beauty-ის რეკლამაში გადაიღეს, სადაც ის ახალი, ვარდისფერი პომადით იწონებდა თავს, ახლა კი მოდელმა საკუთარი ბრენდის თეთრეული მოირგო.
მომღერლის სექსუალურმა ფოტოებმა საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია.„სექსუალური და ლამაზი, „ცეცხლი ხარ,“ „ყველაზე ლამაზი ქალი“- ასეთი კომენტარებით გაანებივრეს რიანა გულშემატკივრებმა.
რიანამ ბოლოს სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შექმნილი თეთრული მოირგო, რომელიც ასევე ძალიან გამომწვევი იყო.