გერმანიაში წლის ყველაზე ლამაზი ქალბატონი გამოვლინდა! 2019 წლის "მის გერმანიის" ტიტული 28 წლის ნადინ ბერნეისს ხვდა წილად, რომელიც 10 000 კონკურსანტიდან 16 საუკეთესოს შორის შეარჩიეს და საბოლოო გვირგვინიც მას ხვდა წილად.
ნადინის ამ გამარჯვებამ საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით მისი პროფესიის გამო მიიქცია, გამარჯვებული შტუტგარდის პოლიციელი აღმოჩნდა. ის კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში დეტექტივად მუშაობს და თავისი პროფესია ძალიან უყვარს.
"უკვე ათი წელია აქ ვმუშაობ და არასდროს მინანია, რომ ეს გზა ავირჩიე" - აღნიშნა მან ინტერვიუში.
მიუხედავად ამ სამსახურისა, გოგონა არაჩვეულებრივად ახერხებს მას გლამურული ცხოვრება შეუთავსოს, რასაც სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული კადრებიც მოწმობს.