2019 წლის თებერვლის თვეში, 85 წლის ასაკში, ჟაკლინ კენედი და, ლი რედზივილი გარდაიცვალა. მან საკმაოდ დატვირთული ცხოვრება განვლო: ინტერიერის დიზაინერის პროფესია, 3 ქმარი, მათ შორის პოლონეთის მეფე სტანისლავ რედზივილი, ორი შვილი, მეგობრობა ენდი უორჰოლთან და ჯიორჯიო არმანისთან...
ამასთან, ლი მოდის მოყვარული გახლდათ და გასაოცარი სტილით გამოირჩეოდა. 80-90-იანი წლების მოდური რეპორტაჟები მისი ფოტოების გარეშე არ ცოცხლობდა. 1996 წელს ის 100 საუკეთესოდ ჩაცმულ ადამიანშიც მოხვდა.
ჟაკლინის უმცროსი და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ახალ ტრენდებს ირგებდა და გარდერობში ამკვიდრებდა: ჟაკეტები ფართო მხრებით, დიდი სამაჯურები და საყურეები, მოკლე კაბები და ქვედაბოლოები... ის ყველა პოპულარულ ნივთს თავისებურად ირგებდა - ელეგანტურობითა და უშრეტი ფანტაზიით. სამწუხაროდ, საერთაშორისო მასშტაბით, ის მაინც ჩრდილში მოექცა, რადგანაც მთელი ყურადღება ჟაკლინისკენ იყო მიპყრობილი....