ცნობილი მსახიობი უმა თურმანი მოდის კვირეულების არც ისე ხშირი სტუმარია, თუმცა ამჯერად მან საყვარელი ბრენდის Lanvin-ისთვის გამონაკლისი გააკეთა და პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებას ესტუმრა.
სუპერვარსკვლავმა ჩვენებისთვის საკმაოდ სადა ჩაცმულობა შეარჩია, მას ლურჯი მოსასხამი, ცისფერი ზედა და შავი ტყავი შარვალი ეცვა. ამ ყველაფერს კი შავი მაღალქუსლიანი სანდლები შეუხამა.
როგორც ცნობილია ის საფრანგეთის დედაქალაქში მარტო არ ჩამოსულა, უმას თან ქალიშვილი მია ჰოუკი ახლავს, რომელთან ერთადაც ის Giorgio Armani-ს ჩვენებაზე იყო.
მოდის კვირეულისთვის ჩასული მსახიობი ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში, Ritz-ში რჩება.