მაშინ, როდესაც Jil Sander-ი ერთ-ოთახიანი ბინის ზომის ჩანთებს ამზადებს, ცნობილი ფრანგული ბრენდი Jacquemus-ი ჩანთების ზომის შემცირებითაა დაკავებული. თუკი ამ დრომდე ქალბატონებს სჭირდებოდათ დიდი ჩანთის ტარება თუნდაც ერთი ნივთის სატარებლად, ახლა უკვე არსებობს პატარა, ეგრეთ წოდებული მიკრო-ჩანთა, რომლის დაჭერაც სულ რაღაც ერთი თითითაა შესაძლებელი.
პარიზის მოდის კვირეულზე, Simon Porte Jacquemus-მა ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა სახელად "კოლექციონერი", რომელიც ზაფხულის ფერად კაბებს, მაღალყელიან ზედებსა და სხვადასხვა ფერის ქუსლიან ფეხსაცმელებს მოიცავს.
თუმცა ჩვენების ყველაზე საინტერესო ნაწილში ჩანთების მრავალფეროვანი კოლექცია იყო წარდგენილი, რომელშიც ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ზომის ხელჩანთები შედიოდა.
2019 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური და ყველაზე პატარა ჩანთა 486 დოლარი ღირს და მისი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
რა ეტევა Jacquemus-ის მიკრო-ჩანთაში?
- საღეჭი რეზინის ერთი ფირფიტა
- ხურდები
- 1 ცალი AirPod-ის ყურსასმენი
- მინი Snickers-ი
- OB-ის ტამპონი
- საყურის სათადარიგო შესაკრავი
- მისაწებებელი წამწამები (წებოს გარეშე)