ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი თეთრ სახლში ინდოელი ბავშვების უფლებათა დამცველს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩაცმულობა საკმაოდ დახვეწილი იყო, ის კიდევ ერთხელ მოხვდა კრიტიკის ქარცეცხლში.
მელანიამ შეხვედრისთვის საკმაოდ მკაცრი სტილის ტანისამოსი შეარჩია, მან ნაცრისფერი პიჯაკი, ამავე ფერისა და ნაჭრის ქვედაბოლო და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა ერთმანეთს.
ქალბატონს პიჯაკი მხრებზე ჰქონდა მოხურული, რამაც მისი გამომწერების გაღიზიანება გამოიწვია. პოსტისადმი მიძღვნილ კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ: "ან ჩაიცვი პიჯაკი, ან გაიხადე. ღმერთო ჩემო."
"დავიღალე მისი ზედის ყურებით. ჩამოვარდება თუ დარჩება მხრებზე?!!"
"ვინმე არ არსებობს ვინც პირველ ლედის ასწავლის როგორ ატაროს პიჯაკი??"
"ზედმეტად გრძელია პიჯაკი თუ მოკლე? არ გეტევა მხრებზე? თუ უბრალოდ ძალიან პრეტენზიული ხარ?"
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მელანიას ზემოთხსენებული მიზეზის გამო აკრიტიკებენ. ის მსგავსი ჩაცმულობის სტილით არაერთხელ გამოჩენილა.