ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ქართული წარმოების ტანისამოსიც მოხვდა. ცნობილმა ამერიკელმა კომპოზიტორმა, დაიან უორენმა, რომელიც ჯასტინ ბიბერის, ჯოს სტოუნის, Aerosmith-ის, მერაია ქერის, ლეიდი გაგას, ერიკ კლაპტონისა და კიდევ მრავალი მომღერლის სიმღერების ავტორია, ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის ტანსაცმელი მოიხდინა.

კომპოზიტორის სტილზე ICONHOUSE-მა იზრუნა და David Koma-ს პიჯაკსა და შარვალს MaxMara-ს ზედა, Antonio Beradi-ს ულამაზესი ყელსაბამი და Miu Miu-ს თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა.

ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ეს ტანისამოსი Farfetch-ის საიტზე იყიდება. შარვლის ფასი 1290 დოლარს შეადგენს, ხოლო პიჯაკის 2035-ს.

დაიან უარენი წლებია არაერთი ცნობილი მომღერლის კომპოზიტორია.

ლედი გაგა

სტივენ ტაილერი

კრისტინა აგილერა

უიტნი ჰიუსტონი





