32 წლის მოდელი და სერიალ Big Little Lies-ის ვარსკვლავი ზოი კრავიცი ოსკარების შემდგომ გამართულ საღამოზე ძალიან ძვირფასი და საუცხოო ლუქით გამოჩნდა. მოდელი ბრენდ Elsa Peretti-ის 18 კარატიანი ოქროს ტოპით იწონებდა თავს, რომლის ღირებულებაც 24 ათას დოლარს შეადგენს.
ზოი კრავიცი საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი მოდელია, ის ხშირად ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებშიც მონაწილეობს როგორც მარტო ასევე მამასთან, ლეგენდარულ მომღერალ ლენი კრავიცთან ერთად.