22 თებერვალს პარიზში César Film Awards-ის მორიგი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც თავი მსოფლიოს კინოხელოვნების უამრავმა წარმომადგენელმა მოიყარა, მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი საპატიო სტუმარო მონიკა ბელუჩი იყო. მან კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი წითელ ხალიჩაზე.
იტალიელმა მსახიობმა ამჯერადაც არ უღალატა საყვარელ შავ ფერს.
ფაქტია, რომ ბელუჩი 54 წლის ასაკში კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამოიყურება და მისმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.