24 წლის კანადელი მოდელი - ვინი ჰარლოუ უკვე საკმაოდ ცნობილია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. გოგონა, რომლის კანის შეფერილობასაც ვიტილიგოს დაავადება განაპირობებს, წელს Victoria's Secret-ის შოუშიც ვიხილეთ და მას შემდეგ მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ვინი ესწრებოდა ცოტა ხნის წინ გამართულ BRIT 2019-ის ცერემონიის შემდგომ წვეულებასაც, სადაც ყველას ყურადღება მიიქცია.
მოდელმა თვალისმომჭრელი ჩაცმულობით კიდევ უფრო მონუსხა გულშემატკივარი.
როგორც აღმოჩნდა, სამოსი რომელიც მან მოირგო ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის (KOMA) გახლავთ.
უახლესი კადრები ვინიმ თავად გამოაქვეყნა და დავით კომახიძეც მონიშნა პოსტზე.
თეთრი კაბა ბრენდის უახლესი კოლექციიდან გახლავთ, რომელმაც მთლიანობაში უკვე მოიპოვა წარმატება მსოფლიოს წამყვან ვარსკვლავებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰარლოუ კომახიძის დიზაინზე აჩერებს არჩევანს, რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელებში მან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომელბშიც სწორედ ქართველი დიზაინერის სამოსით ფიგურირებს.