ქართველი დიზაინერების ნამუშევრები უკვე არაერთმა ცნობილმა სახემ მოირგო მთელს მსოფლიოში. ამჯერად ცნობილი ამერიკელი მოდელი ოლივია კულპო მილანის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას სამოსით გამოჩნდა.
26 წლის მოდელს ეს ჩაცმულობა სტილისტმა ჯენიფერ მაზურმა შეურჩია.
შეგახსენებთ, რომ თამუნა ინგოროყვა უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ნამუშევრები იყიდება როგორც ქართულ, ასევე ევროპულ ბაზარზეც.