ლოს-ანჯელესში UCLA-ის ინსტიტუტის მხარდასაჭერად Hollywood For Science-ის გალა გაიმართა, რომლის წითელ ხალიჩაზე არაერთი ვარსკვლავი მოხვდა. მათ შორის ცნობილი სუპერმოდელი ადრიანა ლიმაც იყო, რომელმაც ქართველი დიზაინერის სამოსი მოიხდინა. 37 წლის ლიმა დავიდ კომახიძის კაბით გამოჩნდა, რომელიც მას განსაკუთრებით მოუხდა.
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ფოსფორისფერი კაბა მოირგო, რომელიც შავი მაქმანებითა და ბრჭყვიალა დეტალებითაა გაფორმებული.
დევიდ კომას 2019 გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის კაბის ფასი 1938 ფუნტს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მოდელს ქართველი დიზაინერის ტანისამოსი აცვია.
10 თებერვალს ის ნიუ-იორკში გამართული მოდის კვირეულის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დევიდ კომას თვალისმომჭრელი კაბით გამოჩნდა, რომელიც ბრენდს უახლესი კოლექციიდან გახლავთ.