20 თებერვალს ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი - რიანა იუბილარი გახლდათ. ქალბატონი, რომელსაც ბოლო დროს ხშირად დიზაინერის ამპლუაში ვხედავთ, 31 წლის გახდა და გადაწყვიტა სოციალურ ქსელებშიც გამოხმაურებოდა ამ მნიშვნელოვან დღეს.
როგორც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, ამ დღისთვის მან დემნა გვასალიას ბრენდის Vetements-ის ე.წ. ჰუდი მოირგო, რომელსაც სახალისო წარწერა ამშვენებს.
""It's my birthday and all I got was this oversized hoodie from Vetements" ("დღეს ჩემი დაბადების დღეა და ყველაფერი, რაც მაქვს მხოლოდ ეს დიდი ზომის ჰუდია Vetements-ისგან") იკითხება სამოსზე, რომელიც ბრენდის შემოდგომა -ზამთრის კოლექციიდან გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ რირი ბრენდის დიდი მოყვარულია და ხშირად ჩნდება ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით.