33 წლის სუპერმოდელი - ირინა შეიკი მისი და ბრედლი კუპერის ოჯახთან დაკავშირებული ჭორების ფონზე, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და ამჯერად დიზაინერის როლის მორგებაც გადაწყვიტა, რისი საშუალებაც მას The Kooples-ის ცნობილმა ბრენდმა მისცა.
საქმე იმაშია, რომ ირინა უკვე წლებია ბრენდის სახეა და ამჯერად მან ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი სახელობის ჩანთა შესთავაზა.
როგორც ფოტოზეც ჩანს, ჩანთების ერთი სერია შავი ფერისაა, მეორე კი ვერცხლისფერი და ირინა უკვე გადაიღეს მის სარეკლამო რგოლში.
ვიდეორგოლის გადაღებები ღამის ნიუ-იორკში მიმდინარეობდა, მოდელის ბზინვარე ლუქსა და ჩანთას დაბალმა განათებამ კიდევ უფრო მეტი სიკაშკაშე შესძინა.