Fendi-ის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ამჯერად კი განსაკუთრებით - რადგანაც, მოდის ერთ-ერთ დედაქალაქში აჩვენეს კოლექცია, რომელიც კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი ნამუშევარია იტალიური ბრენდისთვის. მათი თანამშრომლობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და ლეგენდარული დიზაინერის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა.
შოუზე ლაგერფელდს პატივი მიაგეს და სტუმრებს მოკლე ვიდეო აჩვენეს, რომელშიც კარლი იხსენებს თუ როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ Fendi-ში.
სამოსი რეტროსილუეტებით, ნათელი ფერებით და ფართო მხრებით გამოირჩეოდა.