ცნობილი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი მოდის ინდუსტრიაში დაახლოებით 60 წლის მანძილზე მოღვაწეობდა. Chanel-ის კრეატიული დიზაინერი არამხოლოდ მსოფლიო მოდაში შეტანილი სიახლეებით გამოირჩეოდა, არამედ გონებამახვილობითა და მრავლისმომცველი გამონათქვამებითაც დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. მისი ციტატები სავსეა სიბრძნით და არაერთი ადამიანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო.
1. "განა არის რამე შეჯიბრზე ჯანსაღი? კონკურენციის გარეშე შეიძლება მოდუნდეთ და იფიქროთ რომ ეს წარმატება დაიმსახურეთ. მოდაში ტყუილად დამსახურებული არაფერია, და სწორედ ეს მიყვარს მასში."
2. "არ მომწონს ტერმინი სტანდარტული სილამაზე, არ არსებობს სილამაზე უცნაური დეტალების გარეშე."
3. "საკმარისია გამოიყურებოდეთ რესპექტაბელურად და უკვე საინტერესო ხდებით."
4."ყველაფერი დამოკიდებულია გემოვნებაზე, თუკი არ გაქვთ გემოვნება ვერაფერი გიშველით."
5."ელეგანტურობა ფიზიკური მახასიათებელია. თუკი ქალი შიშველ მდგომარეობაში არ არის ელეგანტური, მას ვერავითარი ტანსაცმელი ვერ უშველის."
6. "მე არასოდეს განვიკითხავ ქალებს, რომლებსაც კარგი ცხოვრება სურთ, უბრალოდ, არ მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც წუწუნებენ, რომ ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ... თავად კი უყურებენ მხოლოდ მოვლილ ქალებს ლამაზ კაბებში, გრძელი თმით, მომაჯადოებელი პარფიუმის სურნელითა და ხელებზე აკურატულად წასმული ლამაზი მანიკიურით... ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო... სისულელეა! სილამაზე მოითხოვს ფულს!"
7."მზის სათვალე თვალის ჩრდილივითაა. ის ყველაფერს უფრო ლამაზსს და ახალგაზრდას ხდის."
8."შავი და თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის თანამედროვეა."
9."შრომა იმისთვისაა, რომ ცხოვრება არ გახდეს მოსაბეზრებელი."
10."მოდა მატარებელია, რომელიც არავის ელოდება. დაეწიეთ მას, რადგან თქვენ არავინ დაგელოდებათ."