Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გახდა. Chanel-ის ჩვენებაზე, რომელიც იანვარში გაიმართა, გერმანელი დიზაინერის მაგივრად, მოდის სახლის კრეატიული სტუდიის დირექტორი ვირჯინია ვიარდი წარდგა, რადგან ამ დროს კარლი უკვე თავს საკმაოდ შეუძლოდ გრძნობდა.
უსაზღვროდ ნიჭიერმა და გამორჩეულმა დიზაინერმა მსოფლიო მოდაში რევოლუციური სიახლეები შემოიტანა, ასევე მისცა მიმართულება არაერთ ცნობილ მოდის სახლს. მიუხედავად მისი კლასიკურობისა ის ყოველთვის მიჰყვებოდა თანამედროვე მოდას, რა თქმა უნდა თავისებურად.
ჰამბურგში დაბადებული ლაგერფილდი პარიზში 1952 წელს გადავიდა. მისი პირველი შთაგონების წყარო კრისტიან დიორის ჩვენება იყო, რის შემდეგადაც მოდის ილუსტრაციის შესწავლა დაიწყო. მოგივანებით მისმა ნიჭმა ცნობილი დიზაინერის, პიერ ბალმენის ყურადღება მიიქცია, ვისი პირადი ასისტენტიც სწორედ კარლი გახდა. შემედგ კი ჟან პატუს ბრენდის კრეატიული დიზაინერი გახდა რასაც მოჰყვა ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობა როგორიცაა Fendi და Chloe.
დიზაინერის ცხოვრებიდან ყველაზე საინტერესო და გამორჩეული მისი Chanel-თან თანამშრომლობის პერიოდი იყო. ყველაფერი კოკო შანელის გარდაცვალებიდან 10 წელიწადში, 1983 წელს დაიწყო. კარლი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა დეტალებს და როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ , მას ძალიან უყვარდა ცვლილებები, ყოველთვის ეძებდა რაიმე ახალს და კოლეგებსაც აძლევდა სტიმულს, მოეფიქრებინათ რაიმე განსხვავებული და უცხო.
"Fendi ჩემი იტალიური იდენტობაა, Chanel-ი კი ფრანგული" - განაცხადა ლაგერფილდმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოშობით გერმანელი იყო, მის მიერ შექმნილ შანელის კოლექციებში ყოველთვის იგრძნობოდა ფრანგული ხასიათი.
"ნუ გამოიყენებთ სიტყვას "იაფი". დღეს ყველას შეუძლია კარგად გამოიყურებოდეს იაფფასიან ტანისსამოსში (მდიდრებიც ყიდულობენ მათ). დღესდღეობით ყველა დონის ბრენდს აქვს კარგი ტანსაცმლის დიზაინი. შეგიძლიათ იყოთ ყველაზე მოდური მთელს მსოფლიოში და გეცვათ მაისუჯი და ჯინსის შარვალი - ყველაფერი თქვეზეა დამოკიდებული."
"მე ჩემი თავის კარიკატურა ვარ და ეს ძალიან მომწონს. თითქოს ნიღაბს ვატარებ და ჩემთვის ვენეციის კარნავალი მთელი წელი გრძელდება."
გენიალური დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ Chanel-ის ახალ კრეატიულ დიზაინერად ვირჯინია ვიარდი დასახელდა. ის 1987 წლიდან კრეატიული სტუდიის დირექტორი და კარლის მარჯვენა ხელი ამიერიდან ცნობილი მოდის სახლის კოლექციების დიზაინის სათავეში ჩადგება.
კარლი და ვირჯინია