ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. შანელის კრეატიულ დიზაინერს ბოლო კვირების მანძილზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ცნობილია ის დღეს პარიზში გარდაიცვალა.
დიზაინერი Chanel-ის იანვარში გამართულ ჩვენებებსაც კი ვერ დაესწრო, როგორც მოდის სახლის თანამშრომლებმა განაცხადეს ამ დროს დიზაინერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმე იყო, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენების ბოლოს კარლი არ გამოვიდა პოდიუმზე.
კარლ ლაგერფილდი კოკო შანელის მიერ დაარსებულ მოდის სახლს სათავეში დაახლოებით 30 წელი ედგა.