23 წლის ამერიკელმა მოდელმა - ქენდალ ჯენერმა Vogue-ის მორიგ კრეატიულ პროექტში მიიღო მინაწილეობა. მოდურმა გამოცემამ ამჯერად ფოტოსესიისთვის 10 ახალგაზრდა მოდელი და მსახიობი დაპატიჟა, რომლებსაც მხარს ქენდალი უმშვნებედა, პროექტის მიზანი ახალი სახეების პოპულარიზება იყო და ჯენერმაც ამაში დიდი როლი ითამაშა.
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ფოტოსესიის სასიამოვნო კადრები.
Balenciaga-ს გულშემატკივრებს კი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ ქენდალი ერთ ერთ ფოტოში დემნას კიდევ ერთი კაბით ჩნდება.
კაბა, რომელიც ქენდალმა ამჯერად მოირგო 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ.