22 წლის ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ამჯერად რუსული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანს ამშვენებს, გოგონას, რომელსაც ძირითადად ქალურ და დახვეწილ სამოსში ვხედავთ, ამჯერად დიზაინერებმა მამაკაცური იმიჯი მოარგეს და ფოტოსესიის პირველი კადრები უკვე მოხვდა სოცალურ ქსელებში
ეს ფოტოსესია განსაკუთრებული შინაარსის მატარებელია, საზოგადოება სწორედ მარტის თვეში აღნიშნავს ქალთა დღეს, რომელიც ბოლო ხუთწლეულში ერთგვარი განკითხვის საგნად იქცა და ტენდენციური გახდა მისთვის "სექსისტური" დღესასწაულის წოდება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ბელას არა ქალის ჩვეული სტილი, არამედ მამაკაცური იმიჯი მოერგო, რომელიც თითქოს ოცდამეერთე საუკუნის ქალის სოციალურ თუ ემოციურ მდგომარეობას ასახავს.
"ბელა ჰადიდმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინა ერთი უტყუარი სიმართლე - ქალბატონებს ყველაფრის მოხდენა შეუძლიათ, ნებისმიერი ლუქის, ნებისმიერი ტრენდის, თანაც ყოველდღე, თუნდაც სწორედ დღეს!" - აღნიშნულია სტატიაში.
თუმცა ბელას ფოტოებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, მისი ზოგიერთი გულშემატკივარი ამ ფოტოსესიამ გულნატკენი დატოვა, რადგან მათი აზრით, ბელა გაცილებით ლამაზია, ვიდრე ის ამ ფოტოსესიაში გამოაჩინეს.