ლონდონში ამჟამად ყოველწლიური მოდის კვირეული მიმდინარეობს, რომელიც დღეს - 19 თებერვალს დასრულდება. უამრავ ჩვენებას შორის, რომელსაც მსოფლიო მოდის უმაღლესი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის ბრენდის - David Koma-ს უახლესი კოლექციის ჩვენება იყო, რომელიც გუშინ საღამოს გაიმართა და რამდენიმე საათში მის შესახებ უამრავმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა. შეგახსენებთ, რომ კომას სამოსით ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ვხედავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ადრიანა ლიმა, დოუტზენ კრუზი, გვენ სტეფანი და სხვები არიან.
შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შექმნისას, ქართველ დიზაინერს ამჯერადაც არ უღალატია ჩვეული ხელწერისათვის, რომელიც დახვეწილ ქალურ სტილსა და გლამურულ დეტალებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, გთავაზობთ ყველა ლუქს მისი უკვე წარმატებული კოლექციიდან.