სასექსის ჰერცოგინია ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ღია ფერის ტანისამოსით, ეს ტენდენცია მის ჩაცმულობაში ჯერ კიდევ ქორწილის შემდგომ მისი პირველი გამოჩენიდან შეინიშნება, რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისებიც, თუმცა უცხოური ტაბლოიდები თუ გულშემატკივრები უკვე ბევრს საუბრობენ მის ამგვარ არჩევანზე.
როგორც Standard-ის ცნობილი გამოცემა წერს, ჰერცოგინიას ამ ყველაფრისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს.
1. ღია ფერები მის კანს უხდება.
ჰერცოგინიას ბუნებრივად მუქი ფერის კანი აქვს, შესაბამისად, ღია ფერის ტონები მას განსაკუთრებულად უხდება.
2. ეს ფერები ყოველთვის აქტუალურია.
როგორც მოდის ექსპერტები აღნიშნავენ, ეს სტილი დროს უძლებს და ჰერცოგინიამაც იცის ეს.
3.სამეფო ოჯახის პატივისცემა.
სამეფო ოჯახში რაც შეიძლება მკვეთრი ფერების ტარების პრიორიტეტი დედოფალს აქვს, რომელიც აუცილებელია, რომ გარშემომყოფებისგან რაც შეიძლება მეტად გამოიკვეთებოდეს და ამავდროულად, მისი ამგვარი ჩაცმულობა დადებითი მუხტის გავრცელებასაც გულისხმობს, შესაბამისად, მეგანი ცდილობს არ დაჩრდილოს ის.