როგორც ჩანს ქენდალ ჯენერს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძალიან მოსწონს და უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც მოდელი ქართული წარმოშობის აქსესუარს ირგებს. 23 წლის სუპერმოდელი ნიუ-იორკში, ცნობილი ბრენდის, Stuart Weitzman-ის წვეულებაზე NatiaXLako-ს საყურით გამოჩნდა და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც ატვირთა.
ახალგზარდა ვარსკვლავი როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მას ატლასის ნარინჯისფერი პიჯაკი ეცვა რომელსაც იმავერ ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი და ოქროსფერი, სწორედ ქართული, საყურეები შეუხამა.
შეგახსენებთ, რომ ქენდალმა სულ ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში კალათბურთის მატჩზე იმავე ბრენდის საყურეები მოიხდინა. ბრენდი NatiaXLako კი ქართველი დიზაინერებს - ლაკო ბუკიას და ნათია ხუციშვილს ეკუთვნით.
როგორც დიზაინერებმა თქვეს მათ მიერ დამზადებული საყურეების სუპერმოდელის ხელში ჩავარდნა ქართველი გოგონას, თათა ქართველიშვილის დამსახურებაა, რომელიც ლოს ანჯელესში მოღვაწეობს და ცნობილი ადამიანების სტილისტებთან თანამშრომლობს, რომლებსაც ქართული წარმოების პროდუქტებს აცნობს.
NatiaXLako-ს დიზაინერები ნათია ხუციშვილი და ლაკო ბუკია